გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

28-02-2024

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 2 ივნისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კიბეში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თოფიდან გასროლით მოკლა ძმა.


სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.


ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.