გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამარ ჩიბურდანიძე: ფოტიგა სხვა არის, სააკაშვილის ფულებით დაფინანსებული ლობისტები სხვები არიან და ევროკავშირი და ევროპა სულ სხვა ღირებულებებია

29-02-2024

„როგორ შეიძლება ქართველ ხალხს მოუწოდო სააკაშვილის გათავისუფლებისკენ და ესაუბრო დასავლეთიდან ევროპარლამენტარის სახელით და ამ ქართველმა ხალხმა ეს ევროპარლამენტარი ცუდი სიტყვებით არ მოიხსენიოს. ბუნებრივია, რომ ამ განცხადებას მოსდევს ეგრევე ანტიდასავლური განცხადება და მერე უკვე ქართული საზოგადოება - ფოტიგაა თუ სხვა ვინმეა ევროპარლამენტიდან, ყველას ერთ ქვაბში ხარშავს," - ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მხრიდან მიხეილ სააკაშვილის უპირობო გათავისუფლებასთან დაკავშირებით გაჟღერებული მოთხოვნა. ჩიბურდანიძის თქმით, ფოტიგას და მისნაირების განცხადებებს ქართული საზოგადოებისაგან აუცილებლად მოჰყვება ანტიდასავლური შეფასებები.


„ჩვენ კი არ ვეწევით ანტიდასავლურ რიტორიკას, ისინი ეწევიან ზუსტად ანტიდასავლურ ქმედებას, როდესაც დამნაშავე სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ, თან უპირობოდ; როდესაც სააკაშვილზე ტყუილებს თხზავენ, რომ მას კლავდნენ, აწამებდნენ და ა.შ. მთელმა საქართველომ იცის და თავად ნაცმოძრაობის წევრებიც აღარ საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილი არ არის დამნაშავე და აქედან გამომდინარე, სირცხვილია უკვე ამ თემაზე საუბარი.


როგორ შეიძლება ქართველ ხალხს მოუწოდო და ესაუბრო დასავლეთიდან ევროპარლამენტარის სახელით და ამ ქართველმა ხალხმა ეს ევროპარლამენტარი ცუდი და ავი სიტყვებით არ მოიხსენიოს. ბუნებრივია, რომ ამ განცხადებას მოსდევს ეგრევე ანტიდასავლური განცხადება და მერე უკვე ქართული საზოგადოება - ფოტიგაა თუ სხვა ვინმეა ევროპარლამენტიდან, ყველას ერთ ქვაბში ხარშავს. ჩვენ ეს არ გვინდა და ყოველთვის გრადაციას ვაკეთებთ - ფოტიგა სხვა არის, სააკაშვილის ფულებით დაფინანსებული ლობისტები სხვები არიან და ევროკავშირი და ევროპა კიდევ, სულ სხვა ღირებულებებია.


ჩვენ, „ხალხის ძალა“ და „ქართული ოცნება“ პირდაპირ ვამბობთ, რომ ვეწევით პროდასავლურ რიტორიკას, რომ როგორმე ხალხმა დაინახოს ის ჯანსაღი ევროპა, ჯანსაღი ევროკავშირი, ის ჯანსაღი ევროპული ოჯახი, რომლისკენაც საქართველო და ჩვენი გუნდი მივისწრაფვით. ევროპარლამენტში ფოტიგა ერქმევა თუ სხვა სახელი, მისნაირების განცხადებებს აუცილებლად მოჰყვება ანტიდასავლური შეფასებები ქართული საზოგადოებისაგან," - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.