გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ჩხოროწყუს საკრებულოს წევრის მეუღლე დავით პაპავა გახარიას: თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც სულში ჩააფურთხეთ ამომრჩეველს და დადექით ნაცმოძრაობის მხარეს!

1-03-2024

პარტია "საქართველოსთვის" და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ელზა ხოჭოლავას მეუღლე დავით პაპავა, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას მიმართვას უგზავნის და უპირისპირდება.


პაპავას თქმით, გახარიას პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც ჩხოროწყუს საკრებულოს წევრები გახდნენ „ნაცმოძრაობის“ მოწინააღმდეგების ხმებით, საკრებულოში სწორედ ამ პარტიის მარიონეტებად გადაიქცნენ.


„პარტია ,,საქართველოსთვის" ლიდერს -ბატონ გიორგი გახარიას!


ბატონო გიორგი ამ წერილს გწერთ ჩხოროწყუს რაიონიდან-იმ ჩხოროწყუს რაიონიდან რომელსაც თქვენ სულში ჩააფურთხეთ!


ამ წერილს გწერთ თქვენი წარმოშობის სოფლელი - მუხურელი კაცი დავით პაპავა!


ამავე დროს, თავში უნდა ავღნიშნო რომ,ბატონო გიორგი თქვენ ხართ თავიდან ბოლომდე გარეწარი,არამზადა და ადამიანობიდან გასული პიროვნება.


თქვენ ხართ ადამიანი რომელმაც სულში ჩააფურთხეთ თქვენს ამომრჩეველს და დადექით ნაციონალური მოძრაობის მხარეს!


ეხლა უფრო დაწვრილებით;


მე გახლავართ დავით პაპავა. ჩემი მეუღლე გახლავთ ელზა ხოჭოლავა, პროფესიით ექიმი, საექიმო მოღვაწეობის 16-წლიანი სტაჟით, რომელიც ამჟამად წარმოადგენს ჩხოროწყუს საკრებულოში თქვენს პარტიას!


ბატონებო და ქალბატონებო!


მე და ჩემს მეუღლეს გვქონდა ტკბილი, წყნარი და ჩვეულებრივი ოჯახი,სანამ ჩვენს ცხოვრებაში შემოიჭრებოდა წყეული გიორგი გახარიას პარტია!


ეს ყოველგვარ ზნეობრივ და ადამიანურ გრძნობებს მოკლებული რაღაც სატანური წარმონაქმნი!


ჩემი მეუღლე 16-წელი უანგაროდ ემსახურებოდა სოფელ მუხურს და მის მიმდებარე სოფლებს.


მისთვის არ იყო დილა თუ საღამო,დღე თუ ღამე-ის ყოველთვის მზად იყო ადამიანების დასახმარებლად!


დიახ ვცხოვრობდით ასე სიამტკბილობით ვიდრე ჩვენს ცხოვრებაში შემოიჭრებოდა ეს წყეული გიორგი გახარია!


ჩემმა მეუღლემ ჩემი თხოვნით მიიღო მონაწილეობა ჩხოროწყუს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გიორგი გახარიას პარტიით,პარტიული სიით და გახდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.


სწორედ ამ დღიდან დაიწყო კოშმარი ჩემს ოჯახში,რამაც გამოიწვია ჩემი ოჯახის რღვევა,ჩემი ჯანმრთელობის მოშლა,ჩვენი ერთადერთი შვილის დასტრესვა.

ვინაიდან წყეულმა პოლიტიკოსმა გიორგი გახარიამ გადაწყვიტა შეკვროდა ჩემთვის მიუღებელ პოლიტიკურ წარმონაქმნს- ნაციონალურ მოძრაობას, იგივე მოხდა ჩხოროწყუშიც!!!!


ხალხი რომელიც საკრებულოს წევრები გახდნენ ანტი-ნაცების ხმებით, საკრებულოში გადაიქცნენ ნაცების მოკავშირეებად.უფრო მეტიც მათ მარიონეტებად-ვინაიდან ამ კლასტერს არ გააჩნია არანაირი პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება საკრებულოში,ისინი იქცნენ პირდაპირ ნაცების მარიონეტებად!!!!!


ეს იცის მთელმა ჩხოროწყუმ და უამრავი ადამიანი დასცინის მათ.


უამრავი ადამიანი ამბობს თუ როგორ ეკითხებიან თავიანთ შიდა ჩატებში გახარიას პარტიის წევრები ნაცებს რჩევას, ელემენტარულ პროცედურულ საკითხებზე.


თუ როგორ ეფერებიან და ელაქუცებინ მათ.


რეალურად ეს გამოუცდელი და არაკომპეტენტური ხალხი მძევლად ჩაიგდო ნაციონალურმა მოძრაობამ და მათ როგორც უნდათ ისე ათამაშებენ!

გაიყვეს ერთმანეთში თანამდებობები,საკრებულოში შექმნეს რაღაც სასაცილო შტატები(მაგ მრჩეველის-მრჩეველი) და ურცხვად ხრავენ რაიონის ბიუჯეტს!

დიახ ჩემი მეუღლე რომელიც ოდითგანვე ვერ იტანდა ნაციონალურ მოძრაობას და მათ სამარცხვინო ლიდერს,დღეს ამ პარტიის მოკავშირე გახდა!

ეს გახდა ჩვენს შორის უთანხმოების მიზეზი!


თვითონ ჩემი მეუღლე არის გაორებული და ჩიხში შესული.


ერთი მხრივ მისთვის პიროვნულად თავიდან ბოლომდე მიუღებელია ნაციონალური მოძრაობა,ხოლო მეორე მხრივ მისთვის ასევე მიუღებელია გუნდის ღალატი, თუნდაც იმ გუნდის რომელმაც უღალატა საკუთარ ამომრჩეველს,დადგა ნაციონალურ მოძრაობასთან და მას დღეს საკუთარი ამომრჩევლის 99% აგინებს!


ამან წარმოშვა ჩვენს ოჯახში უთანხმოება და ჩემი მეუღლე არასრულწლოვანი შვილით სახლიდან წავიდა.


წავიდა იმ ბინძური ძალის გამო რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ქვია!


წავიდა იმ ხალხი გამო, რომლებსაც უქმნის უდიდეს კომფორტს და რომლებსაც ძალიან მალე საერთოდ არ ემახსოვრებათ ელზა ხოჭოლავა-ის ხალხი ხომ მხოლოდ საკუთარი პირადი კეთილდღეობისათვის არის იქ თანამდებობებზე წამოსკუპებული!


ხალხი რომლებსაც არანაირი მორალური ღირებულებები არ გააჩნიათ!


გირჩის დეზერტირები, საკუთარ ოჯახში მოძალადეები და ყოველგვარ ზნეობას მოკლებული ინდივიდები,რომლებსაც ძნელია ადამიანები უწოდო - გამომდინარე საკუთარი ცხოვრების წესიდან, თუნდაც საკუთარ გუნდში!


ჩემი მეუღლე თავიდან ბოლომდე ამ ხალხის მძევლადაა ქცეული!


გიორგი გახარია მე არაერთხელ მოგმართე შენ რომ მინდოდა შენთან შეხვედრა, მაგრამ შენ ყოველთვის დამაიგნორე!


მე ასევე დამაიგნორეს შენმა გუნდელებმა!


შენ ისე ჩუმად შემოხვალ და გადიხარ სოფელ მუხურიდნ რომ ამას თითქმის ვერავინ გებულობს!


და იმიტომ აკეთებ ამას რომ შენ არ გაქვს ხალხთან შესახვედრი პირი!


შენ მე და ჩემს ოჯახს ძალიან კარგად იცნობ!


მაგრამ ეტყობა შენ ის არ იცი რომ შენ ვერ შეძლებ არამარტო მუხურში,არამედ ზოგადად ჩხოროწყუს რაიონში წინასაარჩევნო პროცესის ჩატარებას!

შენ ვერ გაივლი მუხურში თავისუფლად.


შენ ხარ არაკაცი და ასე არაკაცურად დაასრულებ შენს სამარცხვინო პოლიტიკანობას!


პატივისცემით დავით პაპავა!” – წერს დავით პაპავა Facebook-ის პირად გვერდზე.