გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი ღარიბაშვილი, მამუკა მდინარაძე და დიმიტრი სამხარაძე, ბათუმის, ქობულეთის, ხულოს, შუახევის, ქედას და ხელვაჩაურის პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ

2-03-2024

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ბათუმის, ქობულეთის, ხულოს, შუახევის, ქედას და ხელვაჩაურის პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ.


ბათუმში გამართულ პირველ შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ლიდერი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე.


შეხვედრის მთავარი საკითხი იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა და აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნეს, რომ მმართველი პარტიის მიზანია ამ არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება.


შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს განვლილ პერიოდზე, გარკვეულ სირთულეებზე, რომელიც დაკავშირებული იყო გლობალურ პოლიტიკასთან, რუსეთ-უკრაინის ომთან და სხვადასხვა ძალების მცდელობებთან, საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი. საუბარი ასევე შეეხო შიდაპოლიტიკურ გადაადგილებებს.


„ორი კვირის წინ დავაანონსე, რომ 100 დღის განმავლობაში 10 რეგიონში გავმართავდი პარტიულ ღონისძიებებს და პირველი შეხვედრა დავიწყეთ აჭარით. დღეს შევხვდი პარტიული ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ხელმძღვანელებს, ჩვენს აქტივს, ვისაუბრეთ საარჩევნო კამპანიის დაწყების საკითხებზე.


ჩვენთვის მთავარი ამოცანაა ამ არჩევნების ძლიერად მოგება. ამ არჩევნებს რომ „ქართული ოცნება“ იგებს, კითხვა არ არსებობს, მაგრამ საკითხი არის, რომ არჩევნები უნდა მოვიგოთ ძლიერად, დამაჯერებლად და მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს იყო ჩემი მთავარი გზავნილი ჩვენს პარტიასთან და რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი განწყობაა. მაქსიმალური მობილიზება უნდა გავაკეთოთ ყველა რეგიონში და ამას ემსახურება ჩემი გასვლითი ღონისძიებები და შეხვედრები რეგიონებში“ - ირაკლი ღარიბაშვილი.