გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კურორტ შოვში, 3 აგვისტოს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი დაიდგმება

3-03-2024

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული - პაპუნა მარგველიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერთან - სერგი ხიდეშელთან და სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ გლოლის მოსახლეობას შეხვდა, სადაც განიხილეს კურორტ შოვში ტრაგიკულად დაღუპული 33 მოქალაქის სულის უკვდავსაყოფად მემორიალის აღმართვისთვის ლოკაციის შერჩევის საკითხი.

 

ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება რკინის წყლის მიმდებარდ განთავსდეს მემორიალი, ასევე განიხილეს რამდენიმე ალტერნატიული ლოკაციაც. შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან ერთად მოხდება შერჩეული ადგილების გადამოწმება, გეოლოგების (ექსპერტების) დასკვნის საფუძველზე კი შესაძლებელი იქნება შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა. შეხვედრაზე, ასევე განიხილეს სოფლისათვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

 

მათივე ინფორმაციითვე, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კომისიის მიერ, რომლის წევრებიც დარგის სპეციალისტებთან ერთად არიან გარდაცვლილთა ოჯახის წევრებიც, გამოცხადდება კონკურსი. კონკურსის წესით გამარჯვებული მაკეტის მიხედვით დადგენილ ადგილზე აღიმართება რაჭის ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი.

 

“ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის აზრი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ეს იქნება მოკრძალებული პატივისცემა ჩვენი გარდაცვლილი მოქალაქეების მიმართ”- განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა - პაპუნა მარგველიძემ.