გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: ფაშიზმი არ დამარცხებულა არც კანადაში, არც უკრაინაში და სანამ „ნაცმოძრაობაზე“ არ ჩატარდება პოლიტიკური სასამართლო პროცესი - არც საქართველოში!

5-03-2024

„რუსული“ შობის, „რუსული“ მარხვისა თუ აღდგომის შემდეგ, ჩვენ ტრადიციულად, გველოდება „მაღალისტორიული“ მსჯელობა: ფაშიზმი 8 მაისს დამარცხდა თუ 9 მაისს?“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.


როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, ფაშიზმი მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებობს და ის, მათ შორის, საქართველოშიცაა.


„ყოველდღე მარტივდება ქართველი „ოპოზიციონერების“ საარჩევნო „პროგრამული წინსვლა“ გარდაუვალი, კატასტროფული მარცხისაკენ. ამ მომენტამდე უკვე ნათელია მათი დამოკიდებულება ქვეყანაში უცხო ქვეყნის აგენტურის (ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან და ა.შ.) დაფინანსების გამჭვირვალობის საკითხისადმი.

სულ რაღაც ორ კვირაში ნათელი მოეფინება მათ დამოკიდებულებას ეროვნული ტრადიციული ფასეულობების დაცვის კანონპროექტის მიმართ. ასევე, ჩვენი ჟურნალისტების ადგილას ნაცსექტანტების მოლაპარაკე თავებს აუცილებლად შევეკითხებოდი: „უკრაინაში გერმანული ფაშიზმის რეანიმირებით ხომ არ ხდება აგრესორი რუსეთის პროვოცირება კიდევ უფრო დიდი აგრესიისაკენ“? და ა.შ.


„რუსული“ შობის, „რუსული“ მარხვისა თუ აღდგომის შემდეგ, ჩვენ ტრადიციულად, გველოდება „მაღალისტორიული“ მსჯელობა: ფაშიზმი 8 მაისს დამარცხდა თუ 9 მაისს. ამ პოლემისტების გასაგონად ვამბობ: არა! ის არ დამარცხებულა! არც კანადაში, არც უკრაინაში. და სანამ თქვენზე არ ჩატარდება პოლიტიკური სასამართლო პროცესი - არც საქართველოში!“, - წერს დავით ქართველიშვილი.