გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

3-10-2018

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში,  სოფელ პალურის გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.


სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა.


სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 3.5 მილიონ ლარს სცდება, ასევე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია, სოფელ პალურში, 6 კილომეტრიანი გზის დაგება და გზის ორივე მხარეს რკინა-ბეტონის კიუვეტების მოწყობა.