გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ცაგერში ფერმერებს  კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამა  წარუდგინეს

3-10-2018

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ ცაგერში,  რაჭა-ლეჩხუმის  რეგიონში მოქმედი კოოპერატივების წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ფერმერებს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის და ბრენდირების“ სახელმწიფო პროგრამა  გააცნო.


პროგრამა  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვაში ფინანსურ მხარდაჭერას და  კოოპერატივების წარმოებული პროდუქციის შეფუთვისათვის საჭირო აღჭურვილობის თანადაფინანსებას მოიცავს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, პროგრამის ფარგლებში, მომსახურების შესყიდვა განხორციელდება, რომელიც მოიცავს, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვას კოოპერატივების კუთვნილ საწარმოში. სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა შეეძლებათ მხოლოდ იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომელთაც  საკუთრებაში რძის გადამამუშავებელი საწარმო გააჩნიათ. მათი მხრიდან თანამონაწილეობის თანხა მომსახურების ღირებულების 10%- ს შეადგენს.


სახელმწიფო პროგრამა, ასევე ბრენდირების  კომპონენტს მოიცავს. პროგრამაში მონაწილე კოოპერატივებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო წარმოებული პროდუქციისათვის შეფუთვის დიზაინის, სასაქონლო ნიშნის, ლოგოს დიზაინის და სხვა მარკეტინგული მასალების შექმნის პროცესში დაეხმარება. ბრენდირების კომპონენტში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წარმოებული პროდუქციისათვის  საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო დანადგარის შესყიდვაში 70%-იანი თანადაფინანსებაა გათვალისწინებული.  


რაჭა-ლეჩხუმის  რეგიონში დღეისათვის სხვადასხვა დარგის 102 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული.  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში თანამედროვე სისტემების დანერგვა და მათი წარმოებული პროდუქციის ბრენდირება, კოოპერატივების  პოტენციალის გაძლიერებას, მათი ეფექტურობის და მდგრადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს. 


სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის პროგრამაში რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე www.acda.gov.ge  2019 წლის 1-ლ მარტამდე გაგრძელდება.