გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

კახეთში სიმულაციური სწავლება „დურუჯი 2024“ გაიმართება

13-03-2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორგანიზებით, 14 მარტს, 14:00 საათზე, ქალაქ ყვარელში, სამოქალაქო უსაფრთხოების კომპლექსური სამაშველო სწავლება „დურუჯი 2024“ გაიმართება. აღნიშნული სწავლების შესახებ, მოსახლეობას 112-დან გამაფრთხილებელი შეტყობინებები ეგზავნებათ.


სწავლების ფარგლებში, ჩაირთვება განგაშის გამაფრთხილებელი სისტემა, განხორციელდება პრაქტიკული სამაშველო მოქმედებები, მათ შორის მოხალისეების ევაკუაცია.


სამაშველო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს მეხანძრე-მაშველები შესაბამისი აღჭურვილობით, ასევე, საპოლიციო დანაყოფები, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, ეროვნული გვარდია, სამედიცინო დახმარების ჯგუფები და საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენლები.