გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მიხეილ ყაველაშვილი: ძალა, რომელმაც საკუთარი ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე ჩაიდინა დანაშაული და ღალატი, არ შეიძლება პოლიტიკაში იყოს

14-03-2024

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი მიხეილ ყაველაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს იხსენებს და აცხადებს, რომ მაშინ საერთაშორისო საზოგადოება მიხეილ სააკაშვილის მიმართ ორმაგი სტანდარტით მოქმედებდა.


მისივე თქმით, 2008 წლის მოვლენები წინასწარ იყო დაგეგმილი და სწორედ, ამიტომ ეპატია პროვოკაცია სააკაშვილს და არჩევნებში მის გამარჯვებაშიც დიდი ძალისხმევა ჩაიდო.


„ძალა, რომელმაც საკუთარი ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე ჩაიდინა დანაშაული და ღალატი, არ შეიძლება პოლიტიკაში იყოს. რატომ და როგორ მოხდა სააკაშვილის ხელისუფლებაში დატოვება? გახსოვთ 2008 წლის შემდეგ არჩევნებზე, როგორი ძალისხმევა გაწიეს მისი ხელისუფლებაში დარჩენისთვის.


ჩვენ საერთაშორისო საზოგადოება მკაფიოდ გამოვააშკარავეთ ორმაგ სტანდარტში - ერთს გეუბნებიან და მეორეს აკეთებენ. მაშინაც იგივე იყო. თითქოს საერთაშორისო საზოგადოება სააკაშვილს აფრთხილებდა და მოუწოდებდა, რომ არ ჩართულიყო პროვოკაციაში, თუმცა მოგვიანებით გაკეთებულ შეფასებებში თავისივე თავს ეწინააღმდეგებოდნენ. ეს იყო შეგნებულად, წინასწარ დაგეგმილი ნაბიჯი, ამიტომაც მოხდა შემდგომში სააკაშვილის დაცვა მათივე მხრიდან - მთელს საზოგადოებას შეაყარეს თვალებში ნაცარი. საზოგადოება უნდა იყოს მზად. ვერ იქნება ეს ქვეყანა ძლიერი, არ ექნება მომავალი თუ ამდაგვარ ფაქტებს უყურადღებოდ მოვეპყრობით, დავივიწყებთ, არ შევაფასებთ, ვაპატიებთ და ამ ძალას მივცემთ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსს, " - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.