გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ნინო თანდილაშვილმა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში აშშ-ის ელჩს უმასპინძლა

15-03-2024

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი საქართველოს ერთ-ერთ უძველეს და უნიკალურ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ესტუმრა და საქართველოს დაცული ტერიტორიების მართვის სპეციფიკას და რეინჯერთა საქმიანობას გაეცნო. ელჩს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა უმასპინძლა.


საუბარი შეეხო გარემოს დაცვის და დაცული ტერიტორიების მიმართულებითსაქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ წარმატებულ და მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებს. მხარეებმა სამომავლო ინიციატივებზე, მათ შორის, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების საკითხებზე იმსჯელეს.


აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო ამერიკის შეერთებულ შტატებთან მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს არაერთი მიმართულებით. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, საფუძველი ჩაეყარა პროექტებს როგორც უნიკალური ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის, ასევე, ეკოტურიზმის  განვითარებისა და  დაცული ტერიტორიების სისტემის ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებებით.


გარდა ამისა, დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურთან (US Forest Service), რომელიც მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს დაცულ ტერიტორიებს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის თვალსაზრისით. ხაზგასასმელია ხანძრის მართვის სისტემის გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობა, განსაკუთრებით ბორჯომ-ხარაგაულის პარკში, რომელიც  ერთ-ერთ ყველაზე ხანძარსაშიშ ტერიტორიასწარმოადგენს.ამერიკის სატყეო სამსახურის დახმარებით, შემუშავდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხანძრების მართვის გეგმის სამუშაო ვერსია, რომელიც წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ ხანძრების მართვის ღონისძიებების განსახორციელებლად.