გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზურაბ ქადაგიძე: რეფორმად შემოსაღებული “ვეტინგი” არის ქართული მართლმსაჯულების კონსტიტუციური და სუვერენული ჩარჩოდან გატანა!

19-03-2024

“ძალიან სწორი პოზიციაა, რადგან მკაფიოდ უნდა დაისვას წერტილი - რეფორმად შემოსაღებული “ვეტინგი” არის, პირდაპირპროპორციულად ქართული მართლმსაჯულების კონსტიტუციური და სუვერენული ჩარჩოდან გატანა!” - ასე აფასებს "ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე, უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას "ვეტინგის" თემის დახურულად გამოცხადებასთან დაკავშირებით.


როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, "ვეტინგი" არა რეფორმა, არამედ ქართული მართლმსაჯულების კონსტიტუციური და სუვერენული ჩარჩოდან გატანაა და ნებისმიერი მოსამართლე თუ იურისტი, ვინც "ვეტინგს" თანხმდება ქართული სუვერენიტეტის და კონსტიტუციის მტერია.


“ე.წ. ვეტინგის თემას დახურულად ვაცხადებთ, ქვეყნის კონსტიტუციასა და დამოუკიდებლობაზე დარტყმას საკუთარი ხელით ნამდვილად არ ვაპირებთ”- მამუკა მდინარაძე ძალიან სწორი პოზიციაა, რადგან მკაფიოდ უნდა დაისვას წერტილი - რეფორმად შემოსაღებული “ვეტინგი” არის, პირდაპირპროპორციულად ქართული მართლმსაჯულების კონსტიტუციური და სუვერენული ჩარჩოდან გატანა! ნებისმიერი მოსამართლე, იურისტი, პოლიტიკოსი თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც “ვეტინგს” თანხმდება არის ქართული სუვერენიტეტისა და კონსტიტუციის მტერი!" - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.