გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან ნიკოლეიშვილი: საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ბევრი მსხვერპლი გაიღო საერთაშორისო საზოგადოებისა და ცივილური ღირებულებების ერთგულების დასამტკიცებლად, მაგრამ შემხვედრი ნაბიჯებიც შესაბამისი უნდა იყოს

19-03-2024

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ბევრი მსხვერპლი გაიღო საერთაშორისო საზოგადოებისა და ცივილური ღირებულებების ერთგულების დასამტკიცებლად. მაგრამ შემხვედრი ნაბიჯებიც შესაბამისი უნდა იყოს, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ პარტნიორობასაც და მეგობრობასაც თანასწორ და თანაბარ პრინციპებზე დაფუძნებულ ფასეულობად მივიჩნევთ, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „ბევრი რამით ვაჩვენებთ და ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას და მეგობრობას ჩვენი პარტნიორების და მეგობრების მიმართ და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს“.


ექსპერტი აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის უპირატესი იყო, არის და იქნება სუვერენიტეტის, ისტორიის და კულტურის დაცვა.


„ჩვენთვის უპირატესი იყო არის და იქნება ჩვენი სუვერენიტეტის, ისტორიის და კულტურის დაცვა. ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა, მოქალაქეების მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება უპირველესად ჩვენს ეროვნულ და სახელმწიფო ინტერესებზე უნდა იყოს ორიენტირებული. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ბევრი მსხვერპლი გაიღო საერთაშორისო საზოგადოებისა და ცივილური ღირებულებების ერთგულების დასამტკიცებლად. მაგრამ შემხვედრი ნაბიჯებიც შესაბამისი უნდა იყოს, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ პარტნიორობასაც და მეგობრობასაც თანასწორ და თანაბარ პრინციპებზე დაფუძნებულ ფასეულობად მივიჩნევთ“, - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.