გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: არასამთავრობო ორგანიზაციები არსებობენ, რომლებიც აკეთებენ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, თუმცა არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საეჭვო საქმიანობაში არიან ჩართული

19-03-2024

არასამთავრობო ორგანიზაციები არსებობენ, რომლებიც აკეთებენ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, თუმცა არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საეჭვო საქმიანობაში არიან ჩართული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, არ შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციების ერთ ქვაბში ჩაყრა.


„არის არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც არიან ეკოლოგიური საკითხებით დაკავებული, სოფლის მეურნეობა და ა.შ. თუმცა არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც არიან საეჭვო საქმიანობაში ჩართული, მათ შორის იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ, ღიად ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას, ჩართული იყვნენ პოლიტიკურ საქმიანობაში და ა.შ. დიფერენცირება არის საჭირო. სადაც ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერა, ეს არის ძალიან კარგი, მაგრამ თუ სადმე ირიბად ხდება პოლიტიკის დაფინანსება, ეს არის ცუდი. დანარჩენი დეტალებია სანახავი", - განაცხადა პრემიერმა.