გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

კახეთში ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

19-03-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, კახეთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.


გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე, მოქალაქეები უკანონო თევზჭერას ელექტროშოკური აპარატის, გასაბერი ნავისა და ჩოგანბადის საშუალებით ახდენდნენ.


სამართალდამრღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული, ჯამში, 40 კილოგრამამდე ჭანარის, ხრამულისა და შამაიას სახეობის თევზი.


ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, გამოძიება შსს-ს გურჯაანის რაიონულმა პოლიციამდაიწყო.