გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის ტურნირი “აფხაზეთის თასი’’ გაიმართა

25-09-2018

სპორტკოპლექს „იმედის“ სტადიონზე, ტურნირის ‘’ აფხაზეთის თასი’’ გახსნის ცერემონია გაიმართა. აღნიშნული ტურნირი ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის,აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ხსოვნის პატივსაცემად უკვე მესამე წელია იმართება.


პირველ მატჩში ერთმანეთს ბათუმის "აჭარა" და ზესტაფონის "ზესტაფონი" დაუპირისპირდნენ. თამაში ანგარიშით 2:3 "ზესტაფონის" გამარჯვებით დასრულდა.

მატჩის შემდეგ,  საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციასა და კომპანია ‘’ლიდერ-ბეთს’’ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, კომპანია"ლიდერ - ბეთის" მარკეტინგის და პიარის მენეჯერმა, გეგა კალმახელიძემ ტურნირში მონაწილე ექვსივე გუნდს ახალი სპორტული ეკიპირება გადასცა.

ტურნირი საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ასოციაციის ორგანიზებით და საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელშეწყობით,ასევე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აფხაზეთის ა/რესპუბლიკის  მთავრობის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ტარდება და  მასში შეზღუდულიშესაძლებლობების   მქონე   პირები, მათ  შორის ომისა   და   შეიარაღებული   ძალების შშმ ვეტერანები და სამშვიდობო მისიებში მონაწილე შშმჯარისკაცები მონაწილეობენ.


თამაშს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, მოადგილეები ნიკოლოზ კვეზერელი, მირონ ჩიგოგიძე, უწყებისთანამშრომლები, საქართველოს შეიარაღებული ძალების, გენერალური შტაბის, ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფის ოფიცრები, ჯარისკაცები და გუნდებისქომაგები ესწრებოდნენ.


ტურნირის ფინალური მატჩი   26 სექტემბერს, 16 საათზე გაიმართება. პირველ ადგილზე გასულ გუნდს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერდაწესებული გარდამავალი თასი გადაეცემა.