ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
ირაკლი კობახიძე: გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს, გაზაფხულის, სიცოცხლის, განახლების დღესასწაულს

21-03-2024

"ძმებო და დებო გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს, გაზაფხულის, სიცოცხლის, განახლების დღესასწაულს. თქვენთან ერთად ვულოცავ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მარნეულში, ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნის საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ქართველებსა და აზერბაიჯანელებს ერთმანეთთან განსაკუთრებული სითბო და სიყვარული აკავშირებს.


„მიხარია, რომ თქვენთან ერთად მაქვს ამ სიხარულის გაზიარების შესაძლებლობა. ჩვენ გვაკავშირებს განსაკუთრებული სითბო და სიყვარული ერთმანეთთან, ქართველებს, აზერბაიჯანელებს. ჩვენ და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ერთად ვქმნიდით ჩვენი ქვეყნის ისტორიას, ვქმნით ჩვენს დღევანდელ წარმატებას და შევქმნით ჩვენს ბედნიერ მომავალს. ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომ ჩვენ გვაკავშირებს ასეთი სიყვარული ერთმანეთის მიმართ. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ნოვრუზ ბაირამი და გისურვოთ ყველაფერი საუკეთესო, ბედნიერება, სიკეთე თქვენ და თითოეული თქვენგანის ოჯახებს. დიდი მადლობა. გილოცავთ კიდევ ერთხელ", - განაცხადა პრემიერმა.