გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ახალგაზრდული კონფერენცია ,,ჩვენი მემკვიდრეობა"

22-03-2024

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდული კონფერენცია ,,ჩვენი მემკვიდრეობა’’ გაიმართა.


კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის კლასიკური გიმნაზიისა და ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელებმა. წარმოადგინეს თემები, რომლებიც ეხებოდა, როგორც აჭარის რეგიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ასევე ქალაქ თბილისის არქიტექტურული ღირებულებების მქონე შენობების ისტორიასა და მათი დაცვის მნიშვნელობას.


ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა სააგენტოს დირექტორმა, ხაზი გაუსვა მსგავს პროექტებში მათი ჩართულობის მნიშვნელობას და წარმატებები უსურვა.

კონფერენცია მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში კულტურული მემკვიდრეობისადმი ცნობიერების ამაღლებას.


კონფერენციის დასასრულს მონაწილეები დაჯილდოვდნენ შესაბამისი სიგელებითა და ბიბლუსის სასაჩუქრე ვაუჩერებით.