გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რომან მუჩიაშვილი: სალომე ზურაბიშვილი პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული პრეზიდენტი იქნება

4-10-2018

პარლამენტის უმრავლესობის წევრის, რომან მუჩიაშვილის განცხადებით, მათ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული პრეზიდენტი იქნება.


ეს განცხადება მან საგარეჯოში ამომრჩეველთან შეხვედრაზე გააკეთა.


 „უპრეცენდენტო მოვლენაა, როდესაც მმართველი პარტია უარს ამბობს საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატის დასახელებაზე და დამოუკიდებელ კანდიდატს უჭერს მხარს. ეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების დიდი მიღწევაა, რაც ქვეყნის დემოკრატიის ხარისხს ბევრად მაღლა სწევს. დღეს, საქართველოს განათლებული, ევროპული, დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი, პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული ადამიანი სჭირდება და სწორედ ასეთი პრეზიდენტი იქნება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი,“ - განაცხადა რომან მუჩიაშვილმა.