გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თიბისის მხარდაჭერით, აუდიტორული კომპანია Nexia Georgia ახალი სამუშაო სივრციდან აგრძელებს ოპერირებას

25-03-2024

აუდიტორული კომპანია Nexia Georgia, თიბისის მხარდაჭერით გაფართოვდა და ახალი სივრციდიან აგრძელებს ოპერირებას. 1500 კვ.მ ფართობის ოფისი მულტიფუნქციურ კომპლექსში - King David-ში მდებარეობს. პროექტის ინვესტიციაში თიბისის თანამონაწილეობა 4 მილიონამდე ევროს შეადგენს.


სამუშაო სივრცის პარალელურად, Nexia Georgia-ს ბაზაზე შექმნილი სასწავლო ცენტრი - „ნექსია აკადემიაც" გაფართოვდა, რომლის მიზანიც ბიზნეს სექტორისთვის პრაქტიკული ცოდნისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაა.


Nexia Georgia 2014 წლიდან წარმოადგენს საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიას - Nexia International-ს და წლებია, ერთ-ერთი წამყვანი აუდიტორული კომპანიაა საქართველოს ბაზარზე. ქსელი მსოფლიოს 122 ქვეყანაში 720-ზე მეტ ოფისს აერთიანებს.


Nexia Georgia 700-მდე მსხვილ, საშუალო და მცირე ბიზნესს ემსახურება ბუღალტერიის, გადასახადების, აუდიტის, კონსალტინგისა და იურიდიული მიმართულებებით. მისი სერვისი, ასევე, მოიცავს პარტნიორი კომპანიების ციფრული ტექნოლოგიებითა და ლიცენზირებული პროგრამებით უზრუნველყოფას.


Nexia-ს ქართული ოფისი 250-მდე პროფესიონალს აერთიანებს და აუდიტორული სფეროს ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია საქართველოში.


2016 წელს შექმნილი „ნექსია აკადემია" ფინანსურ სფეროში ერთ-ერთი წამყვანი ტრენინგ ცენტრია, რომელიც სასწავლო კურსებს, სემინარებს, ვებინარებსა და ღია კარის დღეებს მოიცავს. აკადემიის ტრენინგებს უძღვებიან, როგორც Nexia-ს პრაქტიკოსი მენეჯერები, ასევე, მოწვეული პროფესიონალები.


Nexia Georgia წელს 10 წლის ხდება. კომპანიის დაფუძნების დღიდან, თიბისი Nexia-ს ზრდისა და განვითარების მხარდამჭერია.