4-10-2018
ქართული მინერელური წყალი "ბორჯომის" შესაძენად მოლაპარაკებას Nestle და Coca-Cola აწარმოებენ.
საინფორმაციო პორტალ region.ge-ს ინფორმაციით, „ალფა-ჯგუფი“, რომელმაც 2013 წელს ბორის ბერეზოვსკის ფონდიდან და ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეებიდან მინერალური წყლის მწარმოებელი ერთ-ერთი უდიდესი კომპანია IDS Borjomi იყიდა, დღეს მზადაა ამ ბიზნესს დაემშვიდობოს.
როგორც რუსული გაზეთის, «КоммерсантЪ»-ისთვის გახდა ცნობილი, „ბორჯომის“ მიმართ ინტერესს ამჟღავნებს Coca-Cola, თუმცა ყველაზე რეალური მყიდველი შეიძლება Nestle გახდეს. ექსპერტების აზრით, გარიგება დაახლოებით 630 მილიონი დოლარი დაჯდება.