გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რაჭის ეროვნული პარკის განვითარების პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით განხორციელდება

2-04-2024

რაჭის ეროვნული პარკის განვითარების ხელშეწყობისთვის დაგეგმილი პროექტების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებისა და მათი მიმდინარე პროცესში ჩართვის მიზნით, ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში - გომსა და ჯინჭვისში საინფორმაციო შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.


შეხვედრის მონაწილეებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად განიხილეს ეროვნული პარკის საზღვრების დაზუსტებისა და დემარკაციის საკითხები, რაჭის დაცული ტერიტორიების გაფართოებისა და განვითარების პერსპექტივები, მიმდინარე საქმიანობები და დაგეგმილი პროექტები, დაცული ტერიტორიების მდგრადი მართვის საფუძველზე სარგებლის მიღებისა და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობები.


ადგილობრივი თემის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები მათთვის საინტერესო თემებზე და პროცესში ჩართული პირებისგან მიეღოთ კომპეტენტური პასუხები.


შეხვედრაში, რომელიც ადგილობრივ მთავრობასთან თანამშრომლობით ჩატარდა, მონაწილეობა ასევე მიიღეს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიზაცია SABUKO-ს, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF), დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციების ქსელის და საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის Gopa colsulting წარმომადგენლებმა.