გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კახეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

3-04-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში უკანონო სახერხისაამქრო გამოავლინეს.


ქალაქ ახმეტაში, მოქალაქეს დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საცხოვრებელი სახლის დამხმარე შენობაში ჰქონდა დამონტაჟებული.


უკანონო სახერხი საამქროს ტერიტორიიდან ამოღებულია წიფლის სახეობის 2,8 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი და 2,2 კუბური მეტრი მოცულობის კოტრი (დაჭრილი მერქანი).


ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.