გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2023    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 

თეთრიწყაროს კულტურისა და დასვენების პარკში სახალხო დღესასწაული „გარისობა 2018“ გაიმართება

5-10-2018

8 ოქტომბერს, ქალაქ თეთრიწყაროს კულტურისა და დასვენების პარკში სახალხო დღესასწაული „გარისობა 2018“ გაიმართება.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი პროგრამა. მოწვეული ფოლკლორული ანსამბლის და ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მიერ გაიმართება კონცერტი, მოეწყობა ეთნოგრაფიული საგამოფენო სივრცე, ტურიზმის კუთხე, ღია ბიბლიოთეკა, თეატრალური წარმოდგენები და სპორტული შეჯიბრებები გაიმართება.


„სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დავიწყებას მიეცა. ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, 2017 წლიდან კვლავ აღინიშნება მრავალფეროვანი პროგრამით და მოსახლეობის მაღალი ჩართულობით. სახალხო დღესასწაულის სახელწოდება „გარისობა“ უკავშირდება ქ. თეთრიწყაროს ისტორიულ სახელწოდებას“, – აცხადებენ ქალაქის მერიაში.


ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან სტუმრები როგორც ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან, ასევე მუნიციპალიტეტებიდან და სხვადასხვა ორგანიზაციებიდან.