გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

GITA - ს მხარდაჭერითა და IT HUB Georgia- ს ორგანიზებით, ტექნოპარკში დასაქმების ფორუმი Job Fair გაიმართა

3-04-2024

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერითა და IT HUB Georgia - ს ორგანიზებით, ტექნოპარკში, დასაქმების ფორუმი Job Fair გაიმართა. ღონისძიება StrategEast-ის პრეზიდენტმა ანატოლი მოტკინმა, GITA -ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და EBRD - ის კავკასიის რეგიონალურმა დირექტორმა ალკის დრაკინოსმა გახსნეს.

 

ღონისძიების  მიზანია IT HUB Georgia-ს კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშეწყობა,  ასევე პროფესიული ქსელისა და IT ეკონომიკის განვითარება.

 

ღონისძიება პროექტის IT HUB Georgia - ს ფარგლებში StrategEast-ის მიერ განხორციელდა, პროექტის ფინანსური მხარდაჭერა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა  (EBRD)უზრუნველყო.

 

IT HUB-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში მცხოვრებმა, ომის დროს იძულებით გადაადგილებულმა, უკრაინელმა ახალგაზრდებმა გაიარეს სასწავლო კურსი IT სფეროში. ტრენინგები ექვს სხვადასხვა მიმართულებას მოიცავდა. პროექტს 200-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა.

 

ფორუმს ესწრებოდნენ ბიზნეს სექტორის, საელჩოების, საერთაშორისო არასამთავრობო და ფინანსური ორგანიზაციებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ასევე  IT HUB Georgia- ს კურსდამთავრებულები.