გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან დავითაშვილის პასუხი დეპუტატ ლევან ბეჟაშვილს: რუსულ ავიაკომპანიასთან კომუნიკაციის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების ღია დარღვევა და ცრუ ინფორმაციის გავრცელება იყო

3-04-2024

„ავიაკომპანია „რედვინგსთან" დაკავშირებით სიუჟეტი დადგმული იყო კონკრეტული ტელეკომპანიის მიერ. ვფიქრობ, რომ ეს ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების ღია დარღვევა იყო, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე, სამწუხაროდ, ცრუ ინფორმაციის გავრცელება. კონკრეტულად ფაქტი არ ჰქონდათ - საუბარი იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს რაიმე კომუნიკაცია კონკრეტულ სახელმწიფო უწყებებთან, ბუნებრივია, ამისი არანაირი დასაბუთება მათ არ ჰქონდათ", - ლევან დავითაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წევრ დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის კითხვას უპასუხა რუსულ კომპანია „რედვინგსთან" დაკავშირებით.


პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს რუსულმა ავიაკომპანიამ პირადად მას გამოუგზავნა წერილი რუსეთის ქალაქებიდან საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში ახალი ავიარეისების დამატების შესახებ, სრულად დეზინფორმაცია იყო.


„წერილი, რომლითაც თავზე დამადგნენ, არ გვინახავს, გადავამოწმეთ და საერთოდ არ მიგვიღია - არ შემოსულა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, არც სამინისტროში კომპანია „რედვინგსის" მიმართვა. ავტომატურ რეჟიმში სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის განსაზღვრულია ორი პირობა: ეს არის კომპანიები, რომლებიც არ იმყოფებიან ევროკავშირის შავ სიაში - მათ ეძლევათ რუსეთში ფრენის საშუალება. ასევე კომპანიები არ უნდა იყენებდნენ საჰაერო ხომალდებს, რომლის ტექნიკური მხარდაჭერაც შეწყვიტა მწარმოებელმა. ამ ორი კრიტერიუმით ავტომატურ რეჟიმში იღებს გადაწყვეტილებას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, დღეისთვის რუსეთიდან საქართველოში ფრენებს და პირიქით ახორციელებს 3 კომპანია: georgian airways, azimuth, redwings. ამასთან, კომპანია redwings ახორციელებს ფრენებს თურქეთში, ისრაელში, ეგვიპტეში, ტაილანდში, გაერთიანებულ საამიროებში, შუა აზიის ყველა ქვეყანაში, საქართველოს ყველა მეზობელ ქვეყანაში და ა.შ.


„ასე რომ, საქართველომ განსაზღვრა კონკრეტული პირობები და კრიტერიუმები - რა პირობებით იქნებოდა ფრენა რუსეთის ფედერაციასთან და ამას ასრულებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. აქაც, როგორც ტელეკომპანიის სიუჟეტში სკანდალის ჩვენების მცდელობა, ისეთივე იყო ბატონი ლევან ბეჟაშვილის კითხვა.


რაც შეეხება ჟუკოვსკის აეროპორტს, იქიდან სრულდება ჩვეულებრივი სამოქალაქო ფრენები და მას აქვს მინიჭებული „იკაო"-ს ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი, ასევე საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია „იატა"-ს ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი სამნიშნა კოდი, ანუ ორი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აქვს მინიჭებული კოდები. ის არის სამოქალაქო ავიაციის აეროპორტად ცნობილი და ამ აეროპორტიდან ფრენები ხორციელდება ასევე ძალიან ბევრი საერთაშორისო მიმართულებით", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.