გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით ქართველიშვილი: Voxnews-ის ცნობით, უახლოესი საათების განმავლობაში ირანი თავს დაესხმება ისრაელს - ეს იმდენად რეალური საფრთხეა, რომ გუშინ რუსეთისა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრებმა დაიწყეს სასწრაფო კონსულტაციები

4-04-2024

„Voxnews-ის ინფორმაციით, უახლოესი საათების განმავლობაში ირანი განახორციელებს თავდასხმას ისრაელზე, რის თაობაზეც CIA-მ უკვე მოახდინა ნეთანიაჰუს მთავრობის ინფორმირება: ქვეყნის ჯარი მოყვანილია სრულ საბრძოლო მზადყოფნაში, რეგიონში უკვე შეიმჩნევა პრობლემები GPS-ს ნავიგაციასთან, ხოლო CIA-ს დირექტორი უილიამ ბერნსი სასწრაფოდ მიემგზავრება თეირანში“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.


დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ეს იმდენად დიდი საფრთხეა მსოფლიოსთვის, რომ რუსეთისა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრებმა რუსეთ-უკრაინის ომის საკითხი გვერდზე გადადეს და დაიწყეს სასწრაფო მოლაპარაკებები.


„ამას მოასწავებდა ისრაელის მიერ სირიაში განლაგებულ ირანის საელჩოზე განხორციელებული სარაკეტო იერიში, რასაც ემსხვერპლა სულ ცოტა 11 ადამიანი, მათ შორის, „ისლამური რევოლუციის დარაჯთა კორპუსის" ხუთი ოფიცერი და ორი გენერალი - მოჰამად რეზა ზაჰედი და მოჰამად ხადი ხაჯი რაჰიმი. აქედან, ზაჰედის დაღუპვა ყველაზე მნიშვნელოვანია მას შემდეგ, რაც 2020 წელს ამერიკელების ავიადარტყმის შედეგად განადგურებული იქნა გენერალი ქასემ სულეიმანი.


ეს არის იმ ესკალაციის მოლოდინი, რომლის აქამდე თავიდან არიდებას ცდილობდნენ მსოფლიოში. ეს იმდენად რეალური საფრთხეა, რომ უკრაინის საკითხის გვერდზე გადადებით, გუშინ რუსეთისა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრებმა დაიწყეს სასწრაფო მოლაპარაკებები და კონსულტაციები. მესმის, რომ პოლიტიკური შიზოფრენიით შეპყრობილები ყოველივე ამას შერაცხავენ ხელისუფლების „უსუსურ მცდელობად" გადაფარონ „რუსული კანონი", მაგრამ ნორმალურებს ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს და აგვარიდოს უმძიმესი კატასტროფის დადგომა“, - წერს დავით ქართველიშვილი.