გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მარნეულში ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

4-04-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ილმაზლოს მიმდებარედ, მოქალაქეები უკანონო თევზჭერას გასაბერი ნავიდან, თევზჭერის აკრძალული იარაღის - ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით ახდენდნენ.


ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თევზჭერის აკრძალული საშუალებები და უკანონოდ მოპოვებული თევზი დალუქეს.

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.