გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლევან დავითაშვილი: დაგროვებითი საპენსიო სისტემა უმნიშვნელოვანესია საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად

4-04-2024

„სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო წლებში განახორციელა -  ის მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკისთვის, ასევე საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად"  - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა საპენსიო სააგენტოს 2023 წლის და ბოლო 5 წლის საინვესტიციო საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, შემდეგი ამოცანა არის საპენსიო დანაზოგების კიდევ უფრო მეტი ეფექტურობით გამოყენება ეკონომიკაში,  უპირველესად, პენსიონერების ინტერესების გათვალისწინებით, რადგან, მინისტრის შეფასებით,  ყველაზე მთავარი მიზანია, პენსიონერებმა სტაბილურად მიიღონ დანაზოგებზე მეტი შემოსავალი და  ეს ემსახურებოდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, როგორც გრძელვადიანი საინვესტიციო რესურსი.

 

„ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო უმნიშვნელოვანესი, ძალიან მგრძნობიარე რეფორმა, თუმცა, ეს არის გრძელვადიანი პროცესი, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს მეორე საფეხურის საპენსიო სისტემა, რომელიც დაგროვებითი საპენსიო სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. გასულ წელს ნებაყოფლობითი დაგროვებითი საპენსიო სისტემის კანონმდებლობა მივიღეთ და საშუალებას ვაძლევთ მოსახლეობას, რომ ე.წ. „მესამე პილარშიც" ანუ მესამე ბლოკშიც მიიღონ მონაწილეობა კონკრეტულმა დასაქმებულებმა იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი იყოს მათი დანაზოგი საპენსიო ასაკისთვის. თუმცა, დაგროვებითი საპენსიო სისტემის ქვაკუთხედი არის სავალდებულო საპენსიო სისტემა, რომელიც შემოვიღეთ, ამიტომ ჩვენი მიდგომა იყო საკმაოდ ფრთხილი და დაბალანსებული, რომ დღემდე მოვსულიყავით" - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

მისივე შეფასებით, საპენსიო სააგენტოს 5 წლის საინვესტიციო საქმიანობა იყო ძალიან წარმატებული.

 

„მილიარდ ლარზე მეტია ამონაგები, რეალური მოგებაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. პრეზენტაციაში იყო ნათქვამი, რომ oecd-ის კვლევის მიხედვით, საქართველო პირველ ადგილზეა ნომინალური საინვესტიციო შემოსავლებით, ასევე რეალური შემოსავლებითაც საქართველო ერთ-ერთი ლიდერია, შესაბამისად, ჩვენი მოსახლეობის საპენსიო სააგენტოში დაგროვილი დანაზოგები არის ყველაზე უფრო ეფექტიანად მართული დღევანდელ პირობებში" - განაცხადა მინისტრმა.

 

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, 2023 წელს საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონში, გადაიხედა საინვესტიციო წესები და მოთხოვნები, რომლებიც შესაბამისობაში მოვიდა ბოლო 5 წლის განმავლობაში კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებთან - დაიხვეწა აღსრულების მექანიზმი და რისკის მართვის ჩარჩო. პრეზენტაციაზე ითქვა, რომ აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს საპენსიო სააგენტოს,  სწორად და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად მართოს მოქალაქეების დანაზოგები და დაგროვილი კაპიტალი კიდევ უფრო ეფექტიანად მოხმარდეს ქართულ ეკონომიკას – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.