გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

რაჭა-ლეჩხუმის მეღვინეობა-მევენახეობის განვითარების საკითხებზე ამბროლაურში შეხვედრა გაიმართა

4-04-2024

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფროსი ლევან უჯმაჯურიძე, სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე დაესწრნენ.


ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა ხვანჭკარის სპეციფიკაციაში დაგეგმილი ცვლილება განიხილეს, რომელიც 1 ჰექტარზე მოწეული ყურძნის ნორმატივს განსაზღვრავს; საუბარი შეეხო „საქპატენტში“ მიმდინარე ადგილწარმოშობის ღვინის „რაჭა“ რეგისტრაციის პროცესს, ასევე, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში რთველთან დაკავშირებულ საკითხებს.


ყურადღება გამახვილდა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის ადგილზე, ადგილწარმოშობის დასახელების გეოგრაფიულ საზღვრებში გადამუშავების საკითხს, რაც ხელს შეუწყობს როგორც ღვინის ხარისხის დაცვასა და ფალსიფიკაციის აღმოფხვრას, ისე სამუშაო ადგილების შექმნას და ღვინის ტურიზმის განვითარებას. აღნიშნული მიზნისთვის, აუცილებელია რეგიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი  ღვინის საწარმოები ამოქმედდეს, სადაც შესაძლებელი იქნება ე.წ. „ხვანჭკარას" ჯიშების სრულად გადამუშავება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ღვინის დამზადება. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს არსებული მიმართულებით ვითარება, შეფასდა ღვინის საწარმოების შესაძლებლობები.

შეხვედრაზე დაიგეგმა სამომავლო სამუშაო შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც მოხდება აღნიშნული მიმართულებით გამოწვევების  შეფასება და მიზნობრივი აქტივობების დაგეგმვა.