გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

Moody’s-მა თიბისი ბანკის საკრედიტო რეიტინგების პროგნოზი „ნეგატიურიდან“„სტაბილურამდე“ გააუმჯობესა

5-04-2024

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა თიბისი ბანკის გრძელვადიანი დეპოზიტების და ემიტენტის რეიტინგები Ba2-დონეზე დაადასტურა, ხოლო  პროგნოზი „ნეგატიურიდან“„სტაბილურ”-ზე შეცვალა.


რეიტინგების სტაბილური პროგნოზი ასახავს სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის მოლოდინს, რომ ბანკისმაღალიმომგებიანობის მაჩვენებლები, ასევე, ძლიერი კაპიტალისა და ლიკვიდობის პოზიციები მომავალშიც შენარჩუნდება.


აღსანიშნავია, რომ Moody’s-მა თიბისი ბანკის საბაზისო საკრედიტო შეფასება (BaselineCreditAssessment (BCA)) და კორექტირებული საბაზისო საკრედიტო შეფასება (AdjustedBaselineCreditAssessment) Ba3-დან Ba2- ნიშნულამდე გაზარდა.


ასევე, გადაიხედა და გაუმჯობესდა ბანკის გრძელვადიანი კონტრაგენტის რისკის რეიტინგი (Long-termCounterpartyRiskRating (CRR)) და გრძელვადიანი კონტრაგენტის რისკის შეფასება (Long-termCounterpartyRiskAssessment) Ba2(cr)-დან Ba1(cr)-მდე.