გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისი ირაკლი კობახიძისა და ოლაფ შოლცის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს

6-04-2024

გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და გერმანიის ფედერალური კანცლერის ოლაფ შოლცის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს.


გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ოლაფ შოლცი, ფედერალურ კანცელარიაში სამხედრო პატივით მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.


"2024 წლის 12 აპრილს, ფედერალური კანცლერი, ოლაფ შოლცი, ფედერალურ კანცელარიაში სამხედრო პატივით მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემები იქნება: ორმხრივი ურთიერთობები, ეკონომიკური თანამშრომლობა, ევროპული და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხები" - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.