6-10-2018
სტოკჰოლმში მედიცინაში ნობელის პრემიის ლაურეატები გამოავლინეს. წელს მედიცინის ნობელი მეცნიერებს – ამერიკელ ჯეიმს ელისონს და იაპონელ ტასუკუ ჰონდზიოს გადაეცა კიბოს იმუნოთერაპიის კვლევისთვის. მათ კიბოს უჯრედების იმუნოთერაპიის რევოლუციური მეთოდი გამოიგონეს Т-უჯრედების გამოყენებით. მათ აღმოაჩინეს, რომ აუცილებელია პაციენტის იმუნიტეტის “გადაწყობა” ონკოლოგიურ დაავადებასთან საბრძოლველად. როგორც წესი, იმუნური სისტემა თავად ეძებს ადამიანის ორგანიზმში უჯრედებს, რომლებმაც მუტაცია განიცადეს, ანგრევს მათ და გამრავლების საშუალებას არ აძლევს. თუმცა, ეს არ ეხება კიბოს უჯრედებს – მათ იპოვეს მეთოდი, დაემალონ იმუნურ სისტემას. ალისონისა და ჰონძიოს აღმოჩენამ რევოლუცია მოახდინა კიბოს მკურნალობის საქმეში. მათი კვლევების საფუძველზე შეიქმნა ახალი ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც ხელს უშლიან კიბოს უჯრედებს, რომ დაბლოკონ ადამიანის იმუნური სისტემა. შედეგად, ორგანიზმი გადაგვარებულ კიბოს უჯრედებს თავად აღმოაჩენს და ებრძვის.