გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის უკანონო შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს

11-04-2024

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის  აქციზური მარკის გარეშე ტრანსპორტირება/შენახვის ფაქტი გამოვლინდა, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ასევე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილიდან, ამოღებული იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი. კერძოდ, ჯამში, გამოვლინდა 26258.4 ლარის ღირებულების 5023 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. 


„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს უაქციზო საქონელი ჩამოერთვა. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს“– აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.