გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

საგანმანათლებლო პროექტ ,,დიდგორელის“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს

11-04-2024

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები საგანმანათლებლო პროექტის - „დიდგორელი“ დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ.


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გრიგოლ გიორგაძემ პროექტის მონაწილე წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სიტყვით მიმართა. მან ყურადღება გაამახვილა საგანმანათლო პროექტებისა და ახალგაზრდა თაობაში შემეცნებითი უნარების განვითარების მნიშვნელობაზე. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პროექტის გამარჯვებულს სამახსოვრო საჩუქარიც გადასცა.


საგანმანათლებლო პროექტი „დიდგორელი“ 2019 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს მოსწავლე-ახალგაზრდობის საქართველოს ისტორიით დაინტერესებას, ასევე მიმართულია ახალგაზრდა თაობის მოტივაციისა და ცნობიერების ამაღლებისკენ. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.