გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნინო თანდილაშვილი ადამ ცვეჩს შეხვდა

11-04-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) ევროპის მწვანე შეთანხმების (European green deal) განყოფილების ხელმძღვანელს ადამ ცვეჩს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა კლიმატის ცვლილებისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის საკითხები განიხილეს.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მინისტრის პირველმა მოადგილემ საკანონმდებლო სფეროში ქვეყნის მნიშვნელოვან პროგრესზე  ისაუბრა და ყურადღება გარემოზე ზემოქმედების შეფასების (EIA) და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (SEA) სისტემის გაუმჯობესებაზე გაამახვილა. 


საუბარი შეეხო „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების მნიშვნელობის საკითხს, ასევე, საქართველოს განახლებული, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტს (NDC) და 2030 წლის კლიმატის ცვლილების სტრატეგიას.


ადამ ცვეჩის განცხადებით, საქართველოს გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებული ვალდებულებების შესრულების კუთხით თვალსაჩინო პროგრესი აქვს; შესაბამისად, ენერგეტიკული გაერთიანება მზადაა, ხელი შეუწყოს საქართველოს კლიმატის ცვლილებისა და, ზოგადად, გარემოს დაცვის სფეროში არსებული რეგულაციების ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესს.


ენერგეტიკული გაერთიანება საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის მთავარ მიზანს წევრ ქვეყნებში გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესება, ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელების და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობა წარმოადგენს. ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველო  2017 წლის 1 ივლისს გაწევრიანდა.


შეხვედრას ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლები და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.