გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კახა კაკაბაძე, ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან, ერთად ჩეხეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

11-04-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე,  ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად,  ჩეხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.


უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ჩეხეთის რესპუბლიკის სახელმწიფოს სატყეო პოლიტიკას, ტყისა და დაცული ლანდშაფტების მართვის პრაქტიკას,    ტყის განვითარების გეგმებს, ასევე „საქმიანი ეზოების“ ფუნქციონირებისა და შეშის წარმოების სისტემას გაეცნენ.


„საქართველოში სატყეო სექტორის რეფორმა აქტიურ ფაზაშია. ეროვნული სატყეო სააგენტო, ტყის მდგრადი პრინციპების გათვალისწინებით, ტყის მართვის ახალ მოდელზე გადადის. ტყის ახალი კოდექსის ეფექტიანი აღსრულების ხელშეწყობის, მოსახლეობისა და კერძო სექტორის მერქნულ რესურსზე ხელმისაწვდომობის გამარტივებისა და სატყეო მეურნეობის განვითარების მიზნით, მოწყობილია 54 „საქმიანი ეზო“, რასაც წელს კიდევ 16 დაემატება. რეფორმის წარმატებისთვის, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების გამოცდილების გაცნობა უდავოდ მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძემ.


ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები სატყეო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაზე Silva Regina, ასევე, Moravian Karst დაცულ ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ.


აღსანიშნავია, რომ ჩეხეთისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოების (CzDA/ADA) მიერ დაფინანსებული პროგრამის „არაგვის დაცული ლანდშაფტისა და ადგილობრივი თემების მდგრადი განვითარება“ ფარგლებში, საქართველოში მიმდინარეობს პროექტი „ტყის მდგრადი მართვის დანერგვა არაგვის დაცულ ლანდშაფტში“, რომელსაც  ჩეხეთის ტყის მართვის ინსტიტუტი ახორციელებს.