გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გიორგი ვოლსკი: იდეა, არსი ყველაფრისა, რაზეც კამათი მიმდინარეობს, არა მხოლოდ გამჭვირვალობის კანონზე, არამედ ცესკოზე და სასამართლოზე, არის ის, რომ როგორმე დესტაბილიზაცია გამოიწვიონ და განვითარდეს რევოლუციური პროცესები

11-04-2024

"იდეა, არსი ყველაფრისა, რაზეც კამათი მიმდინარეობს, არა მხოლოდ გამჭვირვალობის კანონზე, არამედ ცესკოზე და სასამართლოზე, არის, რომ როგორმე დესტაბილიზაცია გამოიწვიონ და განვითარდეს რევოლუციური პროცესები" - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.


„არის გარკვეული თემები, რომლებსაც უფრო უნდა ჩავუღრმავდეთ. მე დავიწყებდი შარლ მიშელის შეთანხმებიდან - თითქოს შორს არის, მაგრამ მთელი მიმართულებები ერთმანეთს ემთხვევა. მაშინ შევთანხმდით, მოვაწერეთ ხელი იმას, რომ 5 კომიტეტს ვთმობთ. წარმოიდგინეთ, საპარლამენტო რესპუბლიკაში 15-დან 5 კომიტეტი სერიოზული ბერკეტია. შევთანხმდით, რომ თუკი ადგილობრივ არჩევნებში 43%-ს ვერ ავიღებთ, ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები, რომ ბარიერი დაიწევს 2%-მდე. ყველაფერი, რაც ეხება საკვანძო ფიგურების არჩევას, ცესკოს დაკომპლექტებას - ყველაფერზე ვიყავით თანახმა და მოვაწერეთ ხელი. არ შემოვიდა მთავარი ოპოზიციური პარტია, რომელსაც დღესაც აქვს ყველაზე მეტი მხარდაჭერა. დანარჩენი სატელიტები შემოიყვანეს, ხელი მოაწერეს, რაღაც ანტურაჟი შექმნეს. რეალურად რა დასკვნა შეიძლება გამოიტანო აქედან? ერთადერთი - რევოლუციისთვის ემზადება ეს საზოგადოება, ისევე, როგორც ამას აკეთებდა 2019 წელს. რა იძლევა ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს? თუნდაც სააკაშვილის ჩამოსვლა. ელოდებიან მის ჩამოსვლას, 29 სექტემბერს ჩამოდის, 1 ოქტომბერს უკვე დაკავებულია, მაგრამ 2 ოქტომბერს უნდა გამოსულიყო და ეთქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. იმის წინ რა მოხდა? გახარია რატომ გადადგა? ეს უნდა ყოფილიყო საწყისი ამ რევოლუციური პროცესის. არის სამი თემა, რომელსაც ხელისუფლების წინაშე აყენებენ. პირველი - საქართველოს ტერიტორია გამოიყენება რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ასავლელად. მეორე - ეკონომიკურ სანქციებს არ ვუწესებთ რუსეთს, და მესამე არის ის, რომ არ შევდივართ სამხედრო დაპირისპირებაში. ეს ყველაფერი კიდევ უფრო გააფართოვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აშკარა მცდელობამ და არასამთავრობოები გამოვიდნენ წინა პლანზე, შემოვიდნენ მიტინგებზე და თქვეს, რომ ეს არის „ფანჯარა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ“, ანუ, ომში უნდა შევიდეთ, მთავრობა უნდა გადადგეს და ტექნიკური მთავრობა უნდა მოვიდეს. იდეა, არსი ყველაფრისა, რაზეც კამათი მიმდინარეობს, არა მხოლოდ გამჭვირვალობის კანონზე, არამედ ცესკოზე და სასამართლოზე, არის ის, რომ როგორმე დესტაბილიზაცია გამოიწვიონ და განვითარდეს რევოლუციური პროცესები“ - აღნიშნა ვოლსკიმ.