გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბორჯომის სამ სოფელში წყლის სისტემების რეაბილიტაცია იწყება

8-10-2018

ბორჯომში, სოფელ ჭობისხევში, ტაძრისსა და დვირში სასმელი წყლის სისტემებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ადგილობრივი ბიუჯეტიდან 90 640 ლარი დაიხარჯება.


ჭობისხევში შიდა ქსელის ძველი ლითონის მილები, ახალი პოლიეთილენის მილებით შეიცვლება. მოეწყობა ჭები, ასევე, 35–აბონენტამდე წყალს ახალი მილებით გაიყვანენ და დაამონტაჟებენ ურდულებს.

ტაძრისში წყლის რეზერვუარიდან პოლიეთილენის მილებით სასმელ წყალს მიიყვანენ ყვიბისისი საბავშვო ბაღის, ამბულატორიისა და კულტურის სახლის შენობებში.

დვირში წყლის სათავე ნაგებობასა და რეზერვუარს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, აღდგება დაზანებული კედლები და იატაკი.

აღნიშნული სამუშაოებისთვის ბორჯომის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით ჭობისხევში 32 712 ლარი, დვირში 27 962 ლარი, ხოლო ტაძრისში 31 966 ლარი დაიხარჯება.


sknews.ge