გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თამთა მეგრელიშვილი: ვისთვისაც ალეკო ელისაშვილის მხრიდან მამუკა მდინარაძეზე ხელის გარტყმა გმირობაა და ალეკო ელისაშვილის დაკავების დროს გამსკდარი ტუჩი შურისძიება, ელისაშვილის მსგავსი მშიშარა და მხდალები ხართ!

18-04-2024

გამოდით დამენახეთ!! ვისთვისაც ალეკო ელისაშვილის მხრიდან მამუკა მდინარაძეზე ხელის გარტყმა გმირობაა და ალეკო ელისაშვილის დაკავების დროს გამსკდარი ტუჩი შურისძიებაა?! - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.


მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ ყველა, ვინც ასე ფიქრობს, ალეკო ელისაშვილის მსგავსი მშიშარაა და ორმაგი სტანდარტი აქვს სამშობლოსთან და ადამიანობასთან მიმართებით.


„გამოდით დამენახეთ!! ვისთვისაც ალეკო ელისაშვილის მხრიდან მამუკა მდინარაძეზე ხელის გარტყმა გმირობაა და ალეკო ელისაშვილის დაკავების დროს გამსკდარი ტუჩი შურისძიებაა?! ყველაფერში ორმაგი სტანდარტი გაქვთ! სამშობლოსთან მიმართებაშიც, კაცობასა და ადამიანობაშიც, ყველაფერში! ყველანი, ვინც ასე ფიქრობთ, ალეკო ელისაშვილის მსგავსი მშიშარა და მხდალები ხართ! ფულით დაკრულზე ცეკვავთ! ფასეული არაფერი გაგაჩნიათ!" - წერს მეგრელიშვილი.