გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან ნიკოლეიშვილი: როცა ჯერ კიდევ ელისაშვილი მიპარვით მდინარაძეს თავს დაესხა, უსირცხვილოებმა ავაზაკი ლამის გმირად გამოაცხადეს, ახლა ელისაშვილი ნაცემი ნახეს, პოლიტიკურ თავდასხმად და შურისძიებად შერაცხეს

18-04-2024

„როცა ჯერ კიდევ დეპუტატი, ელისაშვილი მიპარვით და მუხანათურად მამუკა მდინარაძეს თავს დაესხა, უსირცხვილოებმა ავაზაკი ლამის გმირად გამოაცხადეს! ახლა იგივე ელისაშვილი, როგორც თვითონ აღნიშნა ჩინურ ანჯელინა ჯოლად ქცეული, ნაცემი ნახეს, პოლიტიკურ თავდასხმად და შურისძიებად შერაცხეს, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმით, ელისაშვილის დაკავების კადრებში ჩანს, რომ მას სახეზე არანაირი დაზიანება არ აქვს. ექსპერტის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის უმოქმედობით შეშფოთებულია, ვინაიდან მან ელისაშვილი ღირსების ორდენით არ დააჯილდოვა.


„როცა ჯერ კიდევ დეპუტატი, ელისაშვილი მიპარვით და მუხანათურად მამუკა მდინარაძეს თავს დაესხა, უსირცხვილოებმა ავაზაკი ლამის გმირად გამოაცხადეს! ახლა იგივე ელისაშვილი, როგორც თვითონ აღნიშნა ჩინურ ანჯელინა ჯოლად ქცეული, ნაცემი ნახეს, პოლიტიკურ თავდასხმად და შურისძიებად შერაცხეს. ახლა ვნახოთ ვიდეოში რა ჩანს, გაიძვერა ელისაშვილი, რომელიც სავარაუდოდ, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა მოუწოდებს აქციის მონაწილეებს მას მიბაძონ და პოლიციის კორდონი გაარღვიოს, მალევე აკავებენ და სვამენ პოლიციის ავტომობილში, დაკავების კადრებში ასევე ვხედავთ, რომ მას სახეზე არავითარი დაზიანება არ აქვს. შემდეგ ვრცელდება ახალი ვიდეო, სადაც მისი ცნობა ცხადია შესაძლებელია გრძელი ცხვირითა და თაღლითური ღიმილით, ტუჩები კი ნამდვილად დეფორმირებული და ფერშეცვლილი აქვს. ელისაშვილი ამბობს, რომ კანცელარიის წინ ასფალტზე დააგდეს პოლიციელებმა და ჯერ სცემეს და შემდეგ დააკავეს, არა და დაკავების კადრებში მას დაზიანებები არ ეტყობა!


ვინაიდან და რადგანაც ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება მეც მაქვს რამდენიმე: I ვერსია (ნაკლებ სავარაუდო, თუმცა შესაძლო): ელისაშვილი დაკავების დროს, როცა კარიდან შესვეს პოლიციის მანქანაში, მაინც დაუსხლტა მათ და ფანჯრიდან ცდილობდა გაქცევას და და სივიწროვესა და სიჩქარეში დაიზიანა თავყბა. II ვერსია (სავარაუდო და უფრო შესაძლებელი): მას შემდეგ რაც პოლიციამ გაარიდა სიტუაციას და მიტინგიდან მოშორებით ჩამოსვეს, ამის შემდეგ ელისაშვილი ჯერ ისევ მთვრალი და აღგზნებული კაცმა არ იცის სად წავიდა, ვის გადაეყარა, ვის რა უთხრა... საბოლოოდ კი ახალი მაკიაჟით წარმოგვიდგა, სიმართლე გითხრათ თავიდან ვერ ვიცანი და რომელიღაც ლგბტ-ს წევრიც კი მეგონა. III ვერსია: ამბობენ ელისაშვილმა ფულის გამო იკადრა პარლამენტში მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ უკადრებელიო...


შეიძლება შემკვეთთან მივიდა და ფულიც მოსთხოვა, იმან კი უთხრა რა ფული, რის ფული მდინარაძე ცოცხალიცაა, პარლამენტშიც ძალიან მტკიცედ და დამაჯერებლად გამოდის და აგერ კანონიც პირველი მოსმენით მიიღესო. ამას რომ ელისაშვილი არ მოითმენდა, ხომ ყველას გჯერათ და მოხდა ჩხუბი, შედეგად ვიხილეთ, როგორც თვითონ ამბობს ახლი ელისაშვილი ჩინური ანჯელინა ჯოლის იმიჯით. ასევე, არ შემიძლია არ გამოვთქვა ჩემი აღშფოთება-შეშფოთება თუ შეშფოთება -აღშფოთება ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის უმოქმედობით ელისაშვილთან მიმართებაში: სად არის ელისაშვილის ორდენი, ორდენი თუ არა მედალი, არც სიტყვიერი მადლობა, კარგით ჯანდაბას მდუმარედ მაინც გადაეხვიოს, კარგი ამნისტიით მაინც გაათავისუფლოს! დეპუტატია და ვერ დაიჭერენო, მერე რა სალომემ მაინც შეიწყალოს, არ არის შესაწყალებელი?! ისე, სალომე ზურაბიშვილმა თავის თავიც შეიწყალოს სანამ ჯერ კიდევ პრეზიდენტი ჰქვია. არ შეიძლება? კარგით რა, დანარჩენს ხომ რასაც აკეთებს და ამბობს, ხომ შეიძლება“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.