გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

სოფელ ქვემო გომში დასასვენებელი სკვერი შენდება

20-04-2024

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბეგლარაშვილი სკვერში ფანჩატურისა და სავალი ბილიკის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას  გაეცნენ. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხოლო სამუშაოებს ი/მეწარმე „დავით კოშაძე“ ახორციელებს.


„სკვერის მიმდებარედ უკვე მოწყობილია ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედანი, გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორები და ბავშვთა გასართობი ატრაქციონები.


პროექტის დასრულების შემდეგ სოფელში ერთიანი სპორტული, გასართობი და დასასვენებელი სივრცე იფუნქციონირებს, რომელიც  ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, დასვენებასა და ბავშვების გართობას შეუწყობს ხელს” –აღნიშნულია კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.