გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გურამ მაჭარაშვილი: ამიტომ მინდა მივიღო ეს კანონი - ამერიკა რომ ერთი წელიწადია 6 მილიარდს მაყვედრის, მინდა მადლობა გადავუხადო, ოღონდ მინდა გავიგო, რაში დახარჯა ეს ფული

20-04-2024

„საქმე მარტო იმაში არაა, გამჭვირვალე უნდა იყოს თუ არა დაფინანსება. გეუბნებიან, რომ შენ ხარ მეორადი ხარისხის პროდუქტი - სახელმწიფო არ ხარ, ნიშნები შეიძლება გქონდეს, მაგრამ მეტი არაფერი” - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კიდევ ერთხელ ახსნა, თუ რატომაა საჭირო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება.

„ამიტომ მინდა მივიღო ეს კანონი - ამერიკა რომ ერთი წელიწადია 6 მილიარდს მაყვედრის, მინდა მადლობა გადავუხადო, ოღონდ მინდა გავიგო, რაში დახარჯა ეს ფული და მომავალში თუ დახარჯავს, იმისთვისაც მადლობას გადავუხდი, ოღონდ, ისიც უნდა ვიცოდე, რაში დახარჯავს.

ამ 6 მილიარდიდან ნაწილი უკან წავიდა და ამიტომ არ უნდათ ამ კანონის მიღება, მაგრამ რაც იყო, იყო. ამის მერე მაინც ვიცოდეთ, სად დახარჯავენ შემოტანილ ფულს. მაგრამ საქმე მარტო იმაში არაა, გამჭვირვალე უნდა იყოს თუ არა დაფინანსება. გეუბნებიან, რომ შენ ხარ მეორადი ხარისხის პროდუქტი - სახელმწიფო არ ხარ, ნიშნები შეიძლება გქონდეს, მაგრამ მეტი არაფერი. მათი დამოკიდებულებაც ხომ ამაზე მეტყველებს, მაგალითად მაშინ, როცა გეუბნებიან - არ წაიკითხო და არ მიიღო ეს კანონი" - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.