გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: რას „არ დაუშვებთ“? ვინაა „ღრუსეთი“ და ვინ გადავიდა „ევროპული რელსებიდან"? თქვენ მართლა ხომ არ გაჟჟჟრიალებთ!

20-04-2024

„თქვენ მართლა ხომ არ გაჟჟჟრიალებთ!!! ვინ გამოგიყვანათ ევროპულ გზაზე, „ღრუსეთზე" ქვეყნის ჩამბარებელი მოღალატეების ტყვეობიდან? ვინ გამოიყვანა ციხეებიდან „ღრუსების" მიერ თქვენი გაუპატიურებული და „გაქათამებული" მამები?“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.


მისივე თქმით, გმირთა მოედანზე გუშინ დადგმული პერფორმანსი სხვა არაფერი იყო, თუ არა "ანტი-ფიცი" დიდგორელი, კრწანისელი, ბაბუშერელი თუ შინდისელი გმირების უკვდავი სულების წინაშე.


„შერცხვენილი იყოს ის, ვინც ჩვენგან ცოცხალი შინ დაბრუნდეს!.." - ეს არის ჩვენი არაგველი გმირების ფიცის ნაწყვეტი კრწანისის ბრძოლის წინ. დიდგორიდან ძეგვში შემავალი ხუთი ხეობიდან ერთ-ერთს დღესაც „ჩახერგილს" უწოდებენ, რათა არც ერთი ჩვენი მეომარი დახეულიყო ბრძოლის დროს უკან და სელჩუკთა განადგურება ბოლომდე მიეყვანათ... რას „ხერგავდით" გუშინ? რა „ფიცს" დებდით? ყველაფრის (!) გა-პერფორმანსება ხომ არ შეიძლება ბოლოს და ბოლოს! რას „არ დაუშვებთ"? ვინაა „ღრუსეთი" და ვინ გადავიდა „ევროპული რელსებიდან"? თქვენ მართლა ხომ არ გაჟჟჟრიალებთ!!! ვინ გამოგიყვანათ ევროპულ გზაზე, „ღრუსეთზე" ქვეყნის ჩამბარებელი მოღალატეების ტყვეობიდან? ვინ გამოიყვანა ციხეებიდან „ღრუსების" მიერ თქვენი გაუპატიურებული და „გაქათამებული" მამები??? ვის მიჰყავს ნაბიჯ-ნაბიჯ, თანამიმდევრულად ევროპულ ოჯახში, თქვენი „ღრუსი" ქოუჩების წინააღმდეგობის მიუხედავად, ეს „კიდობანი", სახელად საქართველო? ღირსებით არ გინდათ ევროპაში? ღირსება გაღიზიანებთ? ნამუსი? ნამუსი შემოგრჩათ? მაშინ რა ნამუსით მიეთრევით თავისუფლებას შეწირული, ღირსებით აღსავსე ჩვენი დაღუპული გმირების ძეგლთან? სულიერად „გაქათამებულები" - თავდადებულ ლომებს რას უხსნიდით გუშინ? ღირსების შენარჩუნების მიზნით გამოვიდა უღირსების უფსკრულის პირას მყოფი ევროკავშირის რიგებიდან დიდი ბრიტანეთი და არაა შემთხვევითი, რომ საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შორის, დღეს სწორედ ბრიტანელი ელჩი ინარჩუნებს სახეს.


მიეცით ევროკავშირს ღირსების დაბრუნების შესაძლებლობა ფარჩაკებო! ივნისში საპარლამენტო არჩევნები აქვთ, რომლებსაც აბსოლუტურად ყველანი ვგულშემატკივრობთ! ევროპული ღირსების დაბრუნებაზე ლოცულობს დღეს რომის პაპი, ისიც “ღრუსია"? ვინ მოგატყუათ, რომ ზეგ წყდება ჩვენი გაწევრიანების ბედი? რომელმა მავნებელმა იდიოტმა? დღეს წყდება - ქართული ღირსების შენარჩუნების საკითხი! ხვალ - წყდება ევროკავშირის დამოუკიდებლობის ბედი! ხოლო ზეგ - გარდაუვალია მხოლოდ (!) ღირსეული საქართველოს დამოუკიდებელ და სამართლიან (!!) ევროკავშირში გაწევრიანება.


ლუციფერის მსახურებმა, ქრისტიანული წირვის გაუკუღმართების მიზნით სხვა არაფერი მოიფიქრეს - კათოლიკური მესის ტექსტი ასო-ასო უკუღმად გადაწერეს და „ანტი-მესა" დაარქვეს. თქვენი გუშინდელი პერფორმანსიც სხვა არაფერი იყო, თუ არა „ანტი-ფიცი" იმ დიდგორელი, კრწანისელი, ბაბუშერელი თუ შინდისელი გმირების უკვდავი სულების წინაშე. დაფიქრდით ამაზე და ერთად ვიაროთ ღირსებით ღირსეული ევროპისკენ მიმავალ გზაზე! თუ არა - ჩვენ მაინც გაგვატარეთ!“ - წერს დავით ქართველიშვილი.