გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დიმიტრი ხუნდაძე: იმ ფულის გამჭვირვალობაა საჭირო, რომელიც აურზაურის და დესტაბილიზაციის დასაფინანსებლად იგზავნება საქართველოში

20-04-2024

„სწორედ იმ ფულის გამჭვირვალობაა საჭირო, რომელიც აურზაურის და დესტაბილიზაციის დასაფინანსებლად იგზავნება საქართველოში,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე.


მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირში მშვიდობიანად შესვლას სიფრთხილე და გამჭვირვალობა კი არ უქმნის საფრთხეს, არამედ, ის მართული თუ უნებლიე ემოციები, რასაც რუსთაველზე ვხედავთ ბოლო დღეებია.


„ურთულეს რეგიონულ ვითარებაში უპასუხისმგებლო ემოციები საქართველოს უკრაინიზაციის რისკებს ერთმნიშვნელოვნად ზრდის. სანქციებში საქართველოს ჩართვა, მისი რუსეთ-უკრაინის ომში შესაძლო მონაწილეობა და გაუმჭვირვალობა, საქართველოსთან ბრძოლის ინსტრუმენტებად არის გამოყენებული. საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს მშვიდობიანად და არა დამღუპველ ომში მონაწილეობით. ევროკავშირში მშვიდობიანად შესვლას არა სიფრთხილე და გამჭვირვალობა უქმნის საფრთხეს, არამედ, ის მართული განზრახული თუ უნებლიე ემოციები, რასაც რუსთაველზე ვხედავთ. სწორედ იმ ფულის გამჭვირვალობაა საჭირო, რომელიც აურზაურის და დესტაბილიზაციის დასაფინანსებლად იგზავნება საქართველოში. ჩვენვე უნდა ავირჩიოთ, გადაწყვეტილებები საქართველოში უნდა მიიღებოდეს თუ სადმე სხვაგან. ეს, ყველაფერთან ერთად, ეროვნული თავმოყვარეობის საკითხიცაა,“ - წერს დიმიტრი ხუნდაძე.