| « აგვისტო 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 | ||||||
20-04-2024
სააკაშვილის კლანის წევრებისაგან განსხვავებით ხელისუფლების დღევანდელი ლიდერები არა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში, არამედ ბრიუსელსა და სტრასბურგში ზრუნავდნენ საქართველოს ევროპულ პერსპექტივებზე, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, მინდა ახალგაზრდებს მივმართო: თუ ვინმემ, რომელიმე მმართველმა პარტიამ მოიტანა მართლაც ხელშესახები პროგრესი და შედეგი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება“.
„დავამატებდი: აზროვნების უნარშენარჩუნებულ ახალგაზრდებს. სააკაშვილის კლანის წევრებისაგან განსხვავებით ხელისუფლების დღევანდელი ლიდერები არ იცნობენ: პუტინს, მედვედევს, ლავროვს, ივანოვს, პატრუშევს, რუშაილოს. სააკაშვილის კლანის წევრებისაგან განსხვავებით ხელისუფლების დღევანდელი ლიდერები არა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში, არამედ ბრიუსელსა და სტრასბურგში ზრუნავდნენ საქართველოს ევროპულ პერსპექტივებზე. "რუსულად" - ეს ხელისუფლება იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ათ წელიწადში ქვეყანას შეიყვანდა СНГ-ში, Таможенный союз-ში, ЕАЭС-სა თუ ОДКБ-ში. ვინც ამ ასოებს ქართულ ან ლათინურ დამწერლობისგან ვერ ასხვავებს, მაშინ რა გაეწყობა: арарусулканонсарарусулканонсарарусулканонсарарусулканонсарарусулканонсарарусулканонс...“, - წერს ქართველიშვილი.