გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ლევან ნიკოლეიშვილი „გამჭვირვალობის კანონის“ მოწინააღმდეგეებზე: მიზეზი, რის გამოც თავს იკლავს არასამთავრობო სექტორი და ე.წ. კრიტიკული მედია, მათი დამალული ხარჯებია

20-04-2024

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია: “ერთადერთი გაუმჭვირვალე სფერო, დეკლარაციის დონეზეც კი რომ არ უნდათ გამჭვირვალობა, არის "ენჯეო" სექტორი და მედიასაშუალებები".


ექსპერტის თქმით, კონკრეტული არასამთავრობოები და მედიასაშუალებები, არა სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებს, არამედ უცხოელი პატრონების მზაკვრულ სურვილებს ემსახურებიან.


„მიზეზი, რის გამოც თავს იკლავს არასამთავრობო სექტორი და ე.წ. კრიტიკული მედია, მათი დამალული ხარჯებია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ უცხოეთიდან ფინანსდებიან. შესაბამისად მათი სამსახურიც მთლიანად არა სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებზეა ორიენტირებული, არამედ უცხოელი პატრონების მზაკვრულ სურვილებზე,” - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.