9-10-2018
ხობის მერიის ოთხი თანამშრომელი, რომელიც ისრაელში გამგზავრებას და კუთვნილი შვებულების გატარებას აპირებდნენ, ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვეს.
მომხდარის შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ დილით გაიგო. მერი დეტალებში გარკვეული არ არის და აცხადებს, რომ მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია აქვს ამის შესახებ.
“ამ დილით გავიგე მხოლოდ ის, რომ საზღვარზე არიან გაჩერებულებიო. სხვა დეტალები ამის შესახებ არ ვიცი, გამომდინარე იქიდან რომ მათთან კონტაქტს ვერ ვამყარებთ”, – აცხადებენ ხობის მერიაში.