25-04-2024
საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
უწყების ინფორმაციით, მშენებლობას მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
2 084 706 ლარის ღირებულების პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, რომლის მშენებლობას შპს „მშენჯგუფი“ აწარმოებს.
მშენებლობის დასრულება უზრუნველყოფს აღსაზრდელების თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ საბავშვო ბაღში სწავლებას.