გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციაზე: როდესაც შენ ევროკავშირს უყურებ ისე, თითქოს მას შეუძლია რაღაც ინსტრუმენტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება როგორც ამას რუსეთი აკეთებს, ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა

26-04-2024

შეცდომაში მათ შეჰყავთ საზოგადოება, როდესაც საზოგადოებას ემუქრებიან იმით, რომ ევროკავშირმა შეიძლება სავიზო რეჟიმი გააუქმოს საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს არის შეცდომაში შეყვანა, როდესაც შენ ევროკავშირს უყურებ ისე, თითქოსდა მას შეუძლია როგორც რუსეთი აკეთებს, რაღაც ინსტრუმენტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, ასე გამოიყენოს სავიზო რეჟიმი საქართველოსთან მიმართებით, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ოპოზიციის განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

 

ბოჭორიშვილმა განმარტა, თუ რა საფუძვლები და პროცედურებია უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებისთვის საჭირო.

 

მისი თქმით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა, როდესაც კონკრეტული დაინტერესებული პირების მხრიდან ასე მარტივად ხდება ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საუბარი და საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკურ ინსტრუმენტად მისი განხილვა.

 

"ევროკავშირი ეფუძნება იმ წესებს, რომლებიც შეთანხმებულია წევრ ქვეყნებს შორის და ეს წესები გაწერილია ზუსტად იმ დოკუმენტებში, რომლებსაც მხოლოდ ნაწილობრივ აფრიალებენ, თუმცა, არავინ ააშკარავებს, რა საფუძვლებია განსაზღვრული იმისათვის, რომ თუნდაც ის პროცედურა დაიწყოს ევროკომისიამ და დაიწყოს საკითხის შესწავლა.

 

ერთი, რომ უნდა არსებობდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნის დასაბუთებული განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ მას, მის უსაფრთხოებას ექმნება მიგრაციის საფრთხე, ან ჩვენს ქვეყანასთან არ აქვს სათანადო თანამშრომლობა და ეს უქმნის მის უსაფრთხოებას საფრთხეს და გაზრდილია კონკრეტულ ქვეყანასთან მიმართებით საქართველოდან მომდინარე საფრთხეები.

 

ამის საფუძველზე უკვე ევროკომისიას შეუძლია საკითხის შესწავლა, თუმცა, შეჩერების მექანიზმი არის ის ბოლო ინსტანცია, რომელიც გამოიყენება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ქვეყანა არ თანამშრომლობს ევროკავშირთან იმ საფრთხეების აღმოფხვრის კუთხით, რასაც რომელიმე წევრი ქვეყანა გააჟღერებს, ამ შემთხვევაში საქართველოსთან მიმართებაში. ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურა, რომლის მექანიზმის ამუშავების პროცესში ჩართულები არიან ექსპერტები ყველა წევრი სახელმწიფოდან და როდესაც მზადდება წინაპირობები, რასაც ევროკომისია წარუდგენს უკვე შემდგომ საბჭოს და ევროპარლამენტს, შემდგომ ხდება გადაწყვეტილების მიღება ჩვეულებრივი უმრავლესობით, რაზეც აპელირებენ. ეს არის სწორედ შეცდომაში შეყვანა, როდესაც ასე მარტივად აყენებ ვიზალიბერალიზაციის საკითხს, როგორც თითქოსდა პოლიტიკური ინსტრუმენტის საკითხს საქართველოს წინააღმდეგ" - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.